Wednesday, November 7, 2012

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:   ‘’ ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები’’
2.პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები უნდა გაეცნონ ლონდონის ისტორიას და აღწერონ მისი ღირსშესანიშნავი ადგილები.

3.პროექტის სრული აღწერა:  მოიძიეთ ინფორმაცია ლონდონის  და მისი ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.
მოაგროვეთ ფოტომასალა,აღწერეთ თითოეული მათგანი დეტალურად.
გაიგეთ დაახლოებით რამდენი ტურისტი სტუმრობს  მათ წელიწადში.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასი:  მე-8,მე-9 მე-10
5.ვადები-ხანგრძლივობა:  !– თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები : ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.
პლაკატების და ფოტომასალის დამზადება.
ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლე ქმნის თავის ვებ გვერდს,სადაც განათავსებს მის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას ლონდონის შესახებ.
აფორმებს ფოტომასალით.აკეთებს პრეზენტაციას.
ასევე მოსწავლეები გაიმდიდრებენ  ინგლისურში ლექსიკის მარაგს.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი(ინტერნეტი) საკანცელარიო ნივთები

9.სამუშაო ენა:ქართული და ინგლისური

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   ინგლისურ ენაში გაიმდიდრებენ ლექსიკის მარაგს.
  განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,გაგების და ანალიზის უნარები.
  შეძლებენ,გაიგონ უფრო დეტალური ინფორმაცია ლონდონზე და მის ისტორიაზე.
   განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის,პროექტებზე მუშაობის უნარები.

 11.პროექტის ხელმძღვანელი:  ანა აბრამიშვილი

No comments:

Post a Comment